среда, 8 июля 2015 г.

ჩემი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები და ევროკავშირი

ვნელობის შესახებ.

პროექტის  აღწერა  და განხორციელება:
საშუალო საფეხური, ,XI,XII კლასები.
პროექტის განხორციელების ვადები : 2014წლის 16 ოქტომბერი -2014 წლის 28 ნოემბერი.
I  - ეტაპი - შეიქმნა სამუშაო ჯგუფები  მოსწავლეების,მასწავლებლების ,მოსწავლეთა მშობლების ,ადგილობრივი საკრებულოს წევრების მონაწილეობით  და გადანაწილდა  მათ შორის   დავალებები.
II-ეტაპი : მე-10 კლასის მოსწავლეებმა  მშობლებთან და  ისტორიის მასწავლებელთან ერთად მოინახულეს სოფლები : რგანი,ითხვისი,დარკვეთი .დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც ადრე მიმდინარეობგა მანგანუმის გამოღება ან დღესაც გრძელდება.შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას , ჩაწერეს მათგან ინტერვიუ .
III.-ეტაპი -მე-10 ,11,12  კლასიის მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტი; „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“,რომელიც მოცავდა მოკლე ინფორმაციას ჩვენი რაიონის იმ სოფლების შესახებ,  სადაც მანგანუმის მოპოვების არასწორი მეთოდების გამოყენების გამო შექმნილია მძიმე ეკოლოგიური  მდგომარეობა,აღნიშნულის ფონზე  პრობლემის  მოგვარების  გზები და საშუალებები ,რომელსაც აღნიშნული კუთხით ევროკავშირი გვთავაზობს. საინფორმაციო ბუკლეტი მოსწავლეებმა გაავრცელეს აღნიშნული სოფლების თემში.სკოლებში, საკრებულოებში.
IV-ეტაპი -ზოდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები სტუმრად მიდიან სოფელ  ხალიფაურის,წირქვალის,ხვაშითის საჯარო სკოლებში და სთავაზობენ თანატოლებს იმუშაონ და მოამზადონ  პრეზენტაციები თავიანთ სოფლებში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და წარმოადგინონ და მონაწილეობა მიიღონ კონფერენციის მუშაობაში ,რომელიც  ზოდის საჯარო სკოლაში გაიმართა 2014 წლის 28 ნოემბერს.
 კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნეენ მეზობელი საკრებულოს სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები,პედაგოგები,საკრებულოს წევრები,მოსწავლეთა მშობლები,ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები  ადგილობრივი თემის სხვა წევრები.კონფერენციაზე მოსწავლეებმა საინტერესო თემები წარმოადგინეს Pover-Pointis  ფორმატში პრეზენტაციის სახით:“ევროკავშირის ისტორია“,-მე-11 კლასის მოსწავლე რატი ჯაჯანიძე.“ევროკავშირის წევრი ქვეყნები,“- მე-12-კლასის მოსწავლე  ანა სხირტლაძე, “ევროკავშირის როლი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში“,-მე-12 კლასის მოსწავლე  ქეთი ბოჭორიშვილი,“განათლების სისტემის ანალიზი ევროკავშირის ქვეყნებში“- მე-12-კლასის მოსწავლე  თამარ სხირტლაძე, „ევროპული ღირებულებები და საქართველო“-ხალიფაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი  ბეჟანიშვილი, „ევროკავშირი და საქართველო-ასოცირების ხელსეკრულების მნიშვნელობა საქართველოსთვის“-ზოდის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე  ლანა ბოჭორიშვილი, „ჩემი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები და ევროკავშირი“- ზოდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები. „ჩემი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები და ევროკავშირი“-თემის პრეზენტაცია წარმოადგინეს ასევე სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლემ   მარი გურულმა  და ხვაშითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ნანო ბრეგვაძემ.
     კონფერენციამ დიდი მოწონება დაიმსახურა  მოწვეული საზოგადოების მხრიდან , აზრი გამოთქვეს :ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს -ცენტრის უფროსმა ნუგზარ მიროტაძემ,სოფლის დეპუტატმა ირაკლი მერმანიშვილმა,ადგილობრივი საკრებულოს წევრმა გიორგი ქვათაძემ, მოსწავლეთა მშობლებმა და სხებმა.

დასკვნა:

პოექტზე მუშაობა თითქმის თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ამ ხნის განმავლობაში  მოსწავლეებმა  ღრმად შეისწავლეს  ევროკავშირის ისტორია, საქართველო ევროკავშირის ასოცირების  ხელშეკრულების  ყველა   ასპექტის მნიშვნელობა  . გაუწიეს პოპულარიზაცია აღნიშნული საკითხებისადმი ცნობადობის გაზრდას ადგილობრივ თემში.პროექტის მუშაობაში აქტიურად ჩართეს მეზობელი  წირქვალის საკრებულოს სკოლები.  მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს საქართველოს ერთ -ერთი ყველაზე სპეციფიკური რაიონის სოფლების მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულუია მანგანუმის არასწორი ღია კარიერული  წესით მოპოვების გამო.   ზემოთ აღნიშნულ საკითხები წარადგინეს პრეზენტაციის სახით ფართო აუდიტორიისთვის.შეკრებილმა საზოგადოებამ ერთად იმსჯელეს და გამოიტნეს გარკვეული დასკვნები , გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები პრობლემის მოგვარებისაკრენ.
    პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა შეძლეს  ევროკავშირის თემა ფართოდ განევრცოთ თემში,ერთი მძიმე კონკრეტული პრობლემის წინ წამოწევით შეძლეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის გაერთიანება და დაინტერესება.              

პროექტის რესურსები:
კომპიურერული ტექნიკა: პერსონალური კომპიუტერი,პროექტორი,ვიდეოკამერა,ფოტოკამერა.
 დამხმარე  სახელმძღვანელო:გიორგი დვალაშვილი -჻“ჭიათურის  სოფლების ისტორიულ ეთნოგრაფიული ანალიზი“გამოც:2013წ.
ინტერნეტ რესურსი -WWW.Georgia.com

შეხვედრები სოფელ ზოდის, წირქვალის,ხალიფაურის და რგანის მცხოვრებლებთან ინტერვიუების  ჩაწერის მიზნით.